ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის განცხადება

23 დეკემბერი 2024, 11:36 97 ნახვა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი თეოდოროს რუსოპულოსი განცხადებას ავრცელებს და   მოუწოდებს ირაკლი კობახიძეს, უკან წაიღოს სალომე ზურაბიშვილის მისამართით გაკეთებული განცხადება და ევროპის საბჭოს პრინციპებს მიესადაგოს, რომელსაც პატივს უნდა სცემდეს, –  ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით ,მუქარა, რომელიც  მან სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ გააჟღერა, სალომე ზურაბიშვილის დაპატიმრების შესახებ, მიუღებელია, ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებსა და კანონის უზენაესობას.ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ თქვა რომ 29  დეკემბერს,როცა სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის ვადა ამოიწურება მას დააპატიმრებენ.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში