პროტესტის 25-ე დღე

23 დეკემბერი 2024, 11:41 88 ნახვა

სამ კვირაზე მეტია დედაქალაქსა და  რეგიონებში საპროტესტო აქციები არ წყდება. აქცია გუშინ გვიან ღამემდე გაგრძელდა თბილისში.  რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ აქციას  სხვადასხვა  ლოკაციიდან ათზე მეტი მარშის მონაწილეები შეუერთდნენ. საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით ისინი რუსთაველის გამზირზე მსვლელობით მივიდნენ.   მონაწილეთა მთავარი მოთხოვნებია - აქციების დროს დაკავებულთა გათავისუფლება და ახალი არჩევნების ჩატარება.  

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში