ბრაზილიაში ავიაკატაროფამ 10 ადამიანი იმსხვერპლა

23 დეკემბერი 2024, 14:40 90 ნახვა

მცირე ზომის თვითმფრინავი, რომელშიც 10 ადამიანი იმყოფებოდა, სამხრეთ ბრაზილიის ტურისტულ ქალაქ გრამადოს ცენტრში მაღაზიებს შეეჯახა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა. რიო გრანდე-დო სულის გუბერნატორის ედუარდო ლეიტეს განცხადებით, თვითმფრინავის მფლობელი და პილოტი, ლუის კლაუდიო გალეაცი, დაიღუპა დანარჩენ ცხრა მგზავრთან ერთად, რომლებიც მისი ოჯახის წევრები იყვნენ. შემთხვევის ადგილზე 17 ადამიანი დაშავდა, მათგან 12 ჰოსპიტალიზებულია, მათ შორის ორი კრიტიკულ მდგომარეობაშია.  1990 წელს წარმოებული ორძრავიანი თვითმფრინავი  კანელას აეროპორტიდან აფრინდა და მიემართებოდა  სან-პაულოს შტატისკენ. წინასწარ ვერსიად ცუდი ამინდი სახელდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში