ხმელთაშუა ზღვაში ჩაიძირა რუსული სატვირთო გემი ურსა მაჯორი, რომელიც, სავარაუდოდ, სირიისკენ რუსული სამხედრო ბაზიდან პერსონალის და ტექნიკის ევაკუაციის მიზნით მიემართებოდა. გემის ჩაძირვის შესახებ ესპანეთის სამაშველო სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს დამოუკიდებელი რუსული მედია. გემი ესპანეთის ქალაქ აგილესსა და ალჟირის ქალაქ ორანს შორის საერთაშორისო წყლებში ჩაიძირა. მაშველებმა 14 მეზღვაური კარტახენის პორტში გადაიყვანეს. ეკიპაჟის კიდევ 2 წევრი დაკარგულად ითვლება. ჩაძირვამდე გემზე აფეთქება მოხდა. კატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.