განზრახ მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ოთხ პირს დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ერთი დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა, ხოლო სამ პირს შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყების ინფორმაციით, დაკავებული წარსულში ნასამართლევია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშაა.