ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანგარიში

24 დეკემბერი 2024, 11:51 129 ნახვა

“საპროტესტო აქციების დროს  სამართალდამცავების მხრიდან ადგილი ჰქონდა დემონსტრანტების მიმართ არასათანადო მოპყრობასა და არაპროპორციული ძალის გამოყენებას“ - ამის შესახებ წამებისა და არასათანადო მოპყრობის კვლევის წინასწარ დასკვნაში საუბარი.    ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში გამართულ ბრიფინგზე როგორც აღინიშნა, გაანალიზებული და შესწავლილია 28 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში აქციის მონაწილეების მიმართ  განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები და დადგენილია, რომ მძიმე  დაზიანებები დემონსტრანტებს ძირითადად სახისა და თავის არეში აქვთ მიყენებული. ანგარიში მომზადებულია იმ წამყვანი ორგანიზაციების და ექსპერტების ჩართულობით, რომლებიც წამების მიმართულებით მუშაობს მსოფლიო მასშტაბით. იურისტების განცხადებით, ამ დრომდე არ არის პასუხისგებაში მიცემული ის სამართალდამცავები, რომლებიც მიზანმიმართულად უსწორდებოდნენ აქციის მონაწილეებს და ისინი საგამოძიებო უწყების არაეფექტურ მუშაობაზე მიუთითებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში