საქართველოში არსებულ ვითარებაზე პრეზიდენტ ზურაბიშვილს ესაუბრა პოლონეთის პრეზიდენტი. ამის შესახებ ანჯეი დუდა პლატფორმა X-ზე წერს. “კიდევ ერთხელ დავუდასტურე ქალბატონ პრეზიდენტს ჩემი ურყევი მხარდაჭერა მისი ლიდერობისა და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისადმი. ახალი არჩევნები ეუთოს რეკომენდაციების შესაბამისად არის გამოსავალი არსებული კრიზისიდან”, - წერს ანჯეი დუდა.