აშშ ჟნმო-ს დატოვებს - ტრამპი

24 დეკემბერი 2024, 11:43 125 ნახვა

დონალდ ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის წევრები ამზადებენ  საფუძველს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან  შეერთებული შტატების გასვლის მიზნით, რომელიც   მისი მეორე ვადის დაწყების პირველივე დღეს გამოცხადდება. ინფორმაციას ფაინენშალ თაიმსი ორ ექსპერტზე დაყრდნობით  ავრცელებს. გეგმა, რომელიც  გაეროს ჯანდაცვის სააგენტოს მიმართ ტრამპის ხანგრძლივ კრიტიკასთან თანხვედრაშია, მიანიშნებს აშშ-ის პოლიტიკის ძირეულ ცვლილებას  გლობალური ჯანდაცვის სფეროში, რომელიც   პანდემიებთან ბრძოლის საერთაშორისო მცდელობებისგან ვაშინგტონის კიდევ უფრო მეტ იზოლაციას გულისხმობს. ტრამპმა 2020 წელს წამოიწყო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან გასვლის ერთწლიანი პროცესი, მაგრამ ექვსი თვის შემდეგ მისმა მემკვიდრემ, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, გადაწყვეტილება შეცვალა. ტრამპი ამტკიცებდა, რომ სააგენტომ ვერ დააკისრა პასუხისმგებლობა ჩინეთს კოვიდ-19-ის ადრეულ გავრცელებაზე.  მან არაერთხელ უწოდა ჯანმო-ს პეკინის მარიონეტი და პირობა დადო, რომ გადახედავს აშშ-ის წვლილს ჯანმრთელობის შიდა ინიციატივებში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში