ზაგრებში სკოლებში უსაფრთხოების მოთხოვნით საპროტესტო მსვლელობა მოეწყო. მარშის ორგანიზატორი ხორვატიის სკოლების პროფკავშირებია. მსვლელობა მას შემდეგ გაიმართა, რაც დაწყებით სკოლაში დანით შეიარაღებულმა თავდამსხმელმა შვიდი წლის ბავშვი მოკლა.
პრეპოროდის სკოლების გაერთიანების ხელმძღვანელის განცხადებით, მსვლელობა არ იყო პოლიტიკური და ბანერებისა და გამოსვლების გარეშე გაიმართა. აქციის მიზანი ხორვატი პოლიტიკოსებისთვის სკოლის უსაფრთხოების შესახებ მესიჯის გაგზავნა იყო. დაწყებით სკოლაზე თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა.
ეჭვმიტანილმა, რომელმაც მოგვიანებით თვითმკვლელობა სცადა, დააკავეს. ხორვატიის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, თავდამსხმელი ამავე სკოლის 19 წლის ყოფილი მოსწავლე იყო.