დედაქალაქის პარალელურად საპროტესტო აქციები გრძელდება სხვადასხვა ქალაქში.
ბათუმში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გასაპროტესტებლად პერიოდულად იმართება მსვლელობები, დღის ბოლოს კი შეკრების ადგილი უცვლელია-მთავარი და უცვლელი მოთხოვნებით აჭარის მთავრობის ადმინისტრაციასთან იკრიბებიან.
დღეს ხელოვნების უნივერსიტეტის 4 სტუდენტისა და დეკანის გათავისუფლების მოთხოვნით სტუდენტებმა მშობლებმა და ლექტორ მასწავლებლებმა აქცია გამართეს, მოგვიანებით კი მსვლელობით აჭარის მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდნენ.