ღაზის სექტორში ომის გამო ბეთლემში შობას წელს მოკრძალებულად აღნიშნავენ

25 დეკემბერი 2024, 11:52 101 ნახვა

ქალაქ ბეთლემის შობის ეკლესიაში შუაღამის საშობაო წირვა ახლომდებარე ღაზის სექტორში მიმდინარე  ომის გამო ჩვეულებრივზე ადრე აღავლინეს. იერუსალიმის კათოლიკე პატრიარქი პიერბატისტა პიცაბალა ღვთისმსახურებას ხელმძღვანელობდა ქალაქში, რომელსაც ქრისტიანები იესოს დაბადების ადგილად მიიჩნევენ. ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ისტორიულ ქალაქ ბეთლემში, ღაზაზე ისრაელის თავდასხმების გამო, წელს საშობაოდ ქუჩები წინა წლებისგან განსხვავებით არ  მოურთავთ და არც შობის ტაძრის წინ ნაძვის ხე გაუნათებიათ. შობის ტაძარს მართავს სამი ეკლესია, რომის კათოლიკური ეკლესია, ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია და სომხური გრიგორიანული ეკლესია. 200 ათასზე მეტი ქრისტიანი ცხოვრობს ისრაელისა და ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე, რაც  მოსახლეობის დაახლოებით 1%-დან 2%-მდე შეადგენს. წელს ბეთლემში საშობაო დღესასწაულს მხოლოდ რელიგიური რიტუალებით აღნიშნავენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში