ყაზახეთში Azerbaijan Airlines-ის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

25 დეკემბერი 2024, 12:10 391 ნახვა

ყაზახეთის ქალაქ აქტაუსთან Azerbaijan Airlines-ის კუთვნილი Embraer-190 ტიპის სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

ყაზახეთის ჯანდაცვის მინისტრის, აკმარალ ალნაზაროვას განცხადებით, აქთაუს აეროპორტთან ავიაკატასტროფის დროს, სულ მცირე, ექვსი ადამიანი გადარჩა.

ალნაზაროვას თქმით, დაშავებულები უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში არიან.

ცნობისთვის, ყაზახეთის ქალაქ აქთაუს აეროპორტთან „აზერბაიჯანის ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა, ბორტზე 67 ადამიანი იმყოფებოდა, აქედან 62 მზგავრი და ხუთი ეკიპაჟის წევრი იყო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში