დასავლეთ საქართველოს მუფთი კვლავ ჰაჯი ადამ შანთაძე იქნება. რელიგიური საბჭოს სრული შემადგენლობის გადაწყვეტილებით, მეორე ვადით, გუშინ აირჩიეს. არჩევნები სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ბათუმის ოფისში ჩატარდა.
მუფთი ჰაჯი ადამ შანთაძე აცხადებს, რომ საკითხებს შორის, რომლის მოგვარებაზე მომავალშიც იზრუნებს, ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობა და ისტორიული ჯამეების რეაბილიტაციაა. მისი ინფორმაციით, ძეწმანის მეჩეთის პარალელურად ზვარეს მეჩეთის რემონტიც იგეგმება.
დასავლეთ საქართველოს მუფთს, 21 წევრისგან შემდგარი რელიგიური საბჭო, ხუთ წელიწადში ერთხელ ირჩევს.