ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა ვლადიკავკაზში სავაჭრო ცენტრში აფეთქების შედეგად. ვლადიკავკაზის საქალაქო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ აფეთქების შედეგად გარდაცვლილი სავაჭრო ცენტრის თანამშრომელი იყო. არსებული ინფორმაციით, აფეთქება სავაჭრო ცენტრის გახსნამდე მოხდა. აფეთქების მიზეზის დასადგენად გამოძიება დაწყებულია.