ენათმეცნიერის, პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის სახელობის სტიპენდიის კონკურსში გამარჯვებულ ექვს სტუდენტს სტიპენდია გადაეცა.
შუახევის მუნიციპალიტეტში პროფესორის სახელობის სტიპენდია მეოთხე წელია ხორციელდება, რომლის მიზანი სწავლაზე ორიენტირებული, მოტივირებული და წარმატებული სტუდენტების წახალისებაა.
შუახევის მერიაში გამართულ შეხვედრაზე მონაწილეებმა, პროფესორის ცხოვრებაზე, მოღვაწეობასა და მის სამეცნიერო საქმიანობაზე ისაუბრეს.
ნაჩვენები იქნა ნინო გელოვანის ფილმი პროფესორის მოღვაწეობაზე. ტარიელ ფუტკარაძე იყო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი, უზენაესი საბჭოს დეპუტატი, საპატიო შუახეველი, არაერთი ნაშრომისა და პუბლიცისტური წერილების ავტორი, პროგრამებისა და დიალექტოლოგიური ექსპედიციების ხელმძღვანელი.
საზოგადო მოღვაწის სახელის უკვდავსაყოფად, სოფელ ტომაშეთში სკვერს და შუბნის საჯარო სკოლას პროფესორის სახელი მიენიჭა.