საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავს ულოცავს. მილოცვა პრეზიდენტმა სოციალური ქსელით გაავრცელა.
ზურაბიშვილის თქმით, დღეს, როგორც არასდროს, საქართველოს პატრიარქის ლოცვა და კურთხევა სჭირდება.
„ვულოცავ მის უწმინდესობას აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავს უდიდესი სიყვარულით და პატივისცემით. დღეს როგორც არასოდეს საქართველოს სჭირდება თქვენი ლოცვა და კურთხევა. ვწუხვარ არ მომეცა დღევანდელ დღეს იმის საშუალება პირადად რომ მომელოცა ეს დღე“, - წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.