პრემიერმა ებრაელ მოსახლეობას ჰანუკა მიულოცა

25 დეკემბერი 2024, 20:03 129 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესა და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაული მიულოცა.
მთავრობის მეთაურმა თბილისის სინაგოგაში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ხანუქა სიბნელეზე სინათლისა და ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების დღესასწაულია.
პრემიერმა ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომელიც დღეს ისრაელის წინაშე დგას და მეგობარ ებრაელ ხალხს და ისრაელის სახელმწიფოს მხარდაჭერა გამოუცხადა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში