აქტაუში მომხდარ ავიაკატასტროფას 38 ადამიანი ემსხვერპლა

26 დეკემბერი 2024, 11:55 179 ნახვა

აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავის მგზავრები, რომლებიც აზერბაიჯანიდან რუსეთში მიფრინავდნენ, სალონში ჟანგბადის ნიღბები ეკეთათ, სანამ თვითმფრინავი  ყაზახეთის ქალაქ აქტაუს მახლობლად ჩამოვარდებოდა, რის შედეგადაც 38 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა რიცხვი ვიცე-პრემიერმა კანატ ბოზუმბაევმა აქტაუში აზერბაიჯანის დელეგაციასთან შეხვედრისას დაასახელა. ბორტზე 62 მგზავრი და ეკიპაჟის ხუთი წევრი იმყოფებოდა. ყაზახეთის ხელისუფლების განცხადებით, სულ მცირე 29 გადარჩენილი საავადმყოფოში მკურნალობს. ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ სახანძრო სამსახურებმა ცეცხლი ჩააქრეს და გადარჩენილები, მათ შორის ორი ბავშვი,  ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს.  აზერბაიჯანის ავიახაზებმა განაცხადა, რომ თვითმფრინავი ბაქოდან გროზნოში ასრულებდა რეისს, მაგრამ იძულებული გახდა ავარიული დაშვება განეხორციელებინა ყაზახეთის ქალაქ  აქტაუში. ერთ-ერთი ვერსიით, ავიაკატასტროფა თვითმფრინავის ფიუზელაჟზე რაკეტის საბრძოლო ნაწილის ელემენტების მოხვედრას შეეძლო გამოეწვია. ამ ვერსიას ამყარებს თვითმფრინავის კორპუსზე არსებული დაზიანებები.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში