ბაქოში წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას

26 დეკემბერი 2024, 14:49 142 ნახვა

 აზერბაიჯანი დაღუპულებს  გლოვობს.  გლოვასთან დაკავშირებით მთელი ქვეყნის მასშტაბით და უცხოეთში აზერბაიჯანის დიპლომატიური წარმომადგენლობების შენობებზე სახელმწიფო დროშები ნახევრად დაშვებულია.  ბაქოში საახალწლო ილუმინაციები  გამორთეს, ჩააქრეს ასევე ნაძვის ხეების განათებებიც. ბაქოს დროით ზუსტად 12:00 საათზე აზერბაიჯანში წუთიერი დუმილით  პატივი მიაგეს ავიაკატასტროფის მსხვერპლთა ხსოვნას. გაჩერდა ტრანსპორტის მოძრაობა და ავტომობილები ხმოვან სიგნალებს გამოსცემდნენ. ათობით ადამიანი მივიდა ბაქოს აეროპორტში  და ყვავილებით  შეამკო სპეციალურად მოწყობილი მემორიალური კუთხე.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში