აქცია აჭარის მთავრობის სახლთან

26 დეკემბერი 2024, 17:35 273 ნახვა

აქცია აჭარის მთავრობის სახლთან , ,  სოციალურად დაუცველები  მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ფინანსურ დახმარებას ითხოვენ , ამბობენ რომ ძირითადად ტურისტულ სეზონზე მუშაობენ , ამ ეტაპზე კი შემოსავალი არ აქვთ და დახმარებას ელოდებიან . აქცია „ ფუხარას ხმის „ ორგანიზებით გაიმართა , მერაბ ბლადაძე აცხადებს რომ აღნიშნული ოჯახები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებმა  კიდევ უფრო დააზარალა და თითოეულ ოჯახზე ახალ წლამდე 1000 ლარამდე დარიცხვას ითხოვს. დღეს აქციის მონაწილეებს აჭარის მთავრობის წევრები შეხდნენ ,  მთავრობაში აცხადებენ რომ აღნინშულ ოჯახებს საკითხთან დაკავშირებით  წერილობით არ მიუმართავთ, რის გამოც აქციის მონაწილეებმა მთავრობის სახლიდან კანცელარიაში გადაინაცვლეს და ხელისუფლებას წერილობით მიმართეს . აქციის მონაწილეები მთავრობას სამ დღიან ვადას აძელვენ და მოთხოვნების შეუსრულბლობის შემთხვევაში პერმანენტულ აქციებს 30 დეკემბერს აანონსებენ.პარტნიორების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს, უკვე მოყვა პოლიტიკური შეფასებები როგორც ოპოზიციაში ასევე უმრავლესობაში.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში