მესამე ქვეითი ბრიგადა სამშობლოში დაბრუნდა

21 აპრილი 2017, 00:00 2227 ნახვა


მესამე ქვეითი ბრიგადის სამხედროების ნაწილი ავღანეთიდან დაბრუნდა. ბატალიონმა ავღანეთში სამშვიდობო მისია წარმატებით დაასრულა და სამშობლოში უდანაკარგოდ დაბრუნდა.

თავდაცვის მინისტრმა  ქართველ სამხედროებს წარმატებით შესრულებული სამშვიდობო მისიისთვის მადლობა პირადად გადაუხადა. 32-ე ბატალიონთან ერთად სამშობლოში ეროვნული გვარდიის მე-4 ოცეული და სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობაც დაბრუნდა.

ქართველი სამხედროები „მტკიცემხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში ავღანეთში ფარვანის პროვინციაში ბაგრამის საავიაციო ბაზისა და ძალთა უსაფრთხოების დაცვის ამოცანებს 7 თვის განმავლობაში ასრულებდნენ. 

ამავე კატეგორიაში