სინოპტიკოსები ძლიერ ქარს, შტორმსა და მდინარეებზე წყალმოვარდნებს პროგნოზირებენ

21 აპრილი 2017, 00:00 17657 ნახვა

გარემოს ეროვნული სააგენტო პროგნოზით, დღის ბოლოდან და 22 აპრილის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშნელოვანი ვარდნა, წვიმა, მთაში თოვლი. მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე  დროგამოშვებით ძლიერი და ძალიან ძლიერი დასავლეთის ქარი, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროებაა, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.

23 აპრილს, დღის პირველ ნახევარში შედარებით გამოიდარებს, შეიცვლება ქარის მიმართულება. შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობზე და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი. ზღვის სანაპიროზე შესაძლებელია ქარის შკვალური გაძლიერება.
24 აპრილს საქართველოში კვლავ მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი ქარი, მთიან რაიონებში ზვავის აშიშროება, ზღვაზე კი 4-5 ბალიანი შტორმი.

22 – 24 აპრილს საქართველოს დიდ და საშუალო მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები აღინიშნოს. 

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში