ხელახალი არჩევნების ჩატარებისა და უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით ერთი თვეა საპროტესტო აქციები გრძელდება. ახალგაზრდები, ხელოვანები, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და პოლიტიკოსები გუშინ ბათუმში ტრადიციულად მთავრობის სახლთან შეიკრიბნენ. პროტესტს გერმანული ენის სპეციალისტები, ლექტორები და მასწავლებლებიც შეუერთდნენ.
მათი განცხადებით, ქვეყნის პროდასავლური კურსი არ უნდა შეიცვალოს და საქართველო მოკლე დროში უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. აქციაზე შეკრებილები კრიზისის დაძლევის მთავარ გზას ხელახალ, სამართლიან არჩევნებში ხედავენ. აცხადებენ რომ თუ ხელისუფლება საზოგადოების მოთხოვნებს არ გაითავლისწინებს და ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს გააგრძელებს პროტესტი კიდევ უფრო მასშტაბური გახდება.