საინფორმაციო კამპანია - ''არ დაარღვიო საგზაო მოძრაობის წესები''

21 აპრილი 2017, 00:00 1821 ნახვა

კამპანიის „არ დაარღვიო საგზაო  მოძრაობის წესები“   ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები  დღეს მოსწავლეებსა და სტუდენტებს შეხვდნენ.

ღონისძიებაზე, რომელიც იუსტიციის სახლში გაიმართა, საგზაო უსაფრთხოებაზე   ისაუბრეს. ახალგაზრდებისთვის ექსპერიმენტული ლაივ-ჩვენება   მოეწყო, ისინი ავტოსაგზაო წესების დამცველი და  დამრღვევი მძღოლების  მოძრაობას ადევნებდნენ თვალს.

ღონისძიების ფარგლებში, საგზაო მოძრაობის წესების დაცვის   შესახებ მოსწავლეები თავისუფალ თემებსა და ესეებს მოამზადებენ.   კამპანიას „არ დაარღვიო საგზაო  მოძრაობის წესები“ საქართველოს პროკურატურა ახორციელებს.

ამავე კატეგორიაში