ველომოყვარულების ევროპული მარში

27 დეკემბერი 2024, 17:56 94 ნახვა

ბათუმელმა ველომოყვარულებმა დღეს ევროპული მარში მოაწყვეს, ევროპის მოედნის გავლით  ბულვარში გადაინაცვლეს. მათი მთავარი გზავნილია - წინ ევროპისკენ. სწორედ ამ მესიჯით, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით მათ  ქალაქის სხვადასხვა უბანი შემოიარეს. ველომოყვარულები ბათუმის 30 დღიანი პროტესტის მონაწილეები არიან, თუმცა სხვა პროფესიის ადამიანების მსგავსად ევროპული მარშის იდეას ისინიც შეუერთდნენ. ეწინააღმდეგებიან საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას ევროკავშირთან მოლაპარაკებების დროებით შეჩერებას. აცხადებენ, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია და ქართველი ხალხის მომავალი ევროპულია.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში