საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკა და მწვავე განცხადებები „ქართული ოცნების“ მისამართით - ბოლო დღეებში დასავლეთიდან ხშირად ისმის კონგრესმენებისა და სენატორების მოწოდებები. განსაკუთრებით ბოლო დღეებში აქტიურია ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი, რომელიც აქტიურად ითხოვს და აანონსებს სანქციებს.
პარტნიორები იმეორებენ, რომ ქვეყანა რუსეთისკენ მიდის და მმართველი გუნდი ქვეყანაში დემოკრატიას ანადგურებს.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ამერიკასთან ურთიერთობის შეცვლა ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს და ეს პირველ რიგში ეს მმართველი პარტიის კონკრეტულ პირებს შეეხებათ. მიაჩნიათ, რომ ის მწვავე განცხადებები, რომელიც ბოლო დროს დასავლეთიდან ისმის სიგნალია, რომ საქართველოს მთავრობამ კიდევ უფრო გააანალიზოს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი.
„ქართულ ოცნებაში“ ოპონენტების კრიტიკას კრიტიკითვე პასუხობენ და აცხადებენ, რომ ურთიერთობები დასავლეთთან უცვლელია, ნეგატიური ფონის წარმოჩენა კი ოპოზიციას მოსახლეობის შეცდომაში შესაყვანად სჭირდებათ.