მოხარული ვარ, მოვიწვიო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე, როგორც ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერი საქართველოში - ჯო უილსონი

27 დეკემბერი 2024, 22:55 94 ნახვა

მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი, როგორც ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერი საქართველოში, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე მივიწვიო, – ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი და „მეგობარი აქტის“ ავტორი ჯო უილსონი სოციალურ ქსელში წერს.

უილსონმა აღნიშნა, რომ იგი აღფრთოვანებულია სალომე ზურაბიშვილის სიმამაცით.

„მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი, როგორც ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერი საქართველოში, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე მივიწვიო. აღფრთოვანებული ვარ მისი სიმამაცით, რომელიც ივანიშვილისა და მისი მეგობრების, ჩინეთის კომუნისტური პარტიისა და ირანის რეჟიმის, თავდასხმების პირისპირ აჩვენა“, - წერს უილსონი სოციალურ ქსელში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში