პროტესტის 30-ე დღე

28 დეკემბერი 2024, 12:43 143 ნახვა

საპროტესტო აქციები ახალი არჩევნების და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით გრძელდება. დღეს ქვეყნის დიდ ქალაქებში ერთგვარი პერფორმანსია დაგეგმილი - აქციის მონაწილეები ერთობის ჯაჭვში ჩაებმებიან. აქციის 30-ე დღე გვიან საღამომდე გაგრძელდა გუშინ ბათუმში.
უცვლელი მოთხოვნებით მომიტინგეები საკონსტიტუციო სასამართლოს და მთავრობის სახლთან კვლავაც შეიკრიბნენ. მანამდე მათ აქცია გამართეს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასთან და ითხოვდნენ ერთსაათიანი თავისუფალი დროის დათმობას და სპეციალურ გადაცემას ბათუმის საკრებულოს წევრებისთვის გერმანიის დაფინანსების შეჩერებაზე სასაუბროდ.
აქვე გეტყვით, რომ აქციის მონაწილეებს ყოველდღიური გადაცემების ფორმატში ეთმობათ დრო სასაუბროდ და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებითაც იყო შეთავაზება, პოლიტიკურ თოქ-შოუებში მიწვევაზე, თუმცა, როგორც ამბობენ, ეს დრო მათთვის საკმარისი არ არის.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში