რობერტ ფიცო, რუსული გაზის ტრანზიტით გატარებაზე უარის გამო, უკრაინას საპასუხო ზომების მიღებას პირდება

28 დეკემბერი 2024, 13:41 258 ნახვა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო უკრაინის ხელისუფლებას 2024 წლის შემდეგ რუსული გაზის ტრანზიტით გატარებაზე უარის გამო აკრიტიკებს და საპასუხო ზომების მიღების პირობას დებს.

ფიცოს თქმით, რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტა „უკიდურესად ძვირიანი ჟესტია“ ევროკავშირისთვის.

„სლოვაკეთი ნახევარმილიონ ევროს დაკარგავს ტრანზიტისთვის, უკრაინა თითქმის მილიარდ ევროს, რუსეთი კი, სავარაუდოდ, მხოლოდ, 2.5 მილიარდ ევროს. ჩვენ კვლავ რუსები დავსაჯეთ არა?!“, – აცხადებს ფიცო.

როგორც იგი აღნიშნავს, სლოვაკეთი დაკარგავს არამხოლოდ ტრანზიტიდან შემოსავალს, არამედ ბუნებრივ აირზე ფასების ზრდის წინაშეც აღმოჩნდება.

„ვის ადარდებს სლოვაკეთი, არა ბატონო ზელენსკი? მაგრამ როდესაც თქვენ გჭირდებათ რაღაც, რომ ზამთარში არ გაიყინოთ, განმგმირავად ყვირით“, – აცხადებს ფიცო.

სლოვაკეთის პრემიერის თქმით, მას შემდეგ რაც 2025 წლის პირველი იანვრიდან რუსული გაზის უკრაინით ტრანზიტი შეწყდება, სლოვაკეთი შესაძლო საპასუხო ზომებზე დაფიქრდება და საჭიროების შემთხვევაში, ბრატისლავა უკრაინაში ელექტროენერგიის მიწოდებას შეწყვეტს ან მოქმედების სხვა ვარიანტზე შეჯერდება.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკრიტიკა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს ვიზიტი მოსკოვში და მისი მოლაპარაკებები რუსეთის პრეზიდენტ ვლადემირ პუტინთან. ზელენსკის განცხადებით, სლოვაკეთი რუსულ გაზის საფასურს სუვერენიტეტით იხდის.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში