საახალწლო ღონისძიებები ევროპის მოედანზე

28 დეკემბერი 2024, 17:58 285 ნახვა

დღეს ბათუმში ევროპის მოედანზე სამი საათისთვის დაგეგმილი საბავშვო ღონისძიებები წვიმის გამო აღარ ჩატარდა. საღამოს 19საათი და 30 წუთიდან კი მოწვეული და ადგილობრივი ბენდები კონცერტს გამართავენ.
როგორც ბათუმის კულტურის ცენტრში აცხადებენ, კონცერტი ამინდის პირობების მიუხედავად მაინც ჩატარდება.
ამ დროისთვის სცენაზე ბენდები რეპეტიციებს უკვე გადიან. დღეს იმღერებს „ასტეროიდი“, „ლა ფიესტა“, „რეგიონი“ და „ღამის შოუს ბენდი“.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში