სტუდენტების დასაქმების პერსპექტივა

21 აპრილი 2017, 00:00 3860 ნახვა

აჭარის დასაქმების სააგენტომ, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, დასაქმების პერსპექტივებთან დაკავშირებით, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა. ტურისტულ სეზონზე, კვებისა და განთავსების ობიექტებში, 200 ახალგაზრდა დასაქმდება. რეგისტრაციის პროცესი ხვალ დაიწყება და ზეგ დასრულდება. დასაქმების სააგენტო კვლევისა და ანალიზის ჩატარების გარდა, სტუდენტების გადამზადებაზეც იმუშავებს. შეხვედრაზე მერიის ახალგაზრდული დეპარტამეტის წარმომადგნელებმა სტუდენტური საზაფხულო დასაქმების პროგრამაზეც ისაუბრეს. 

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში