პარლამენტის წინ დღეს დაკავებული ექვსივე პირი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა - შსს

29 დეკემბერი 2024, 16:27 219 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე დღევანდელ აქციაზე დაკავებული ექვსივე პირი თავისუფალია.

პარლამენტის წინ სამართალდამცველებმა რამდენიმე მოქალაქე ადმინისტრაციული წესით დღეს დააკავეს. ისინი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება რამდენიმე საათის წინ მოხდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში