საახალწლო ღონისძიებები ბათუმში გრძელდება. ბაიარ შაჰინი , სოფო ბედია, თემურ თათარაშვილი, მანანა თოდაძე, სალომე ბაკურაძე, მარიკა თხელიძე , ნინი ქარსელაძე, ქუჩის ბიჭებსა და სხვა ქართველ საესტრადო შემსრულებლებს მოუსმენენ დღეს ბათუმში მყოფი მოქალაქეები ევროპის მოედანზე საზეიმო სცენიდან.
მერიის მიერ ორგანიზებული საახალწლო ღონისძიებები 7 იანვრამდე გაგრძელდება.