სამხრეთ კორეაში ავიაკატასტროფის გამო შვიდდღიანი გლოვა გამოცხადდა. თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა ადგილობრივი დროით 09:00 საათზე, მუანის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე განიცადა.
ბორტზე 181 ადამიანი იმყოფებოდა. მაშველებმა ორი ადამიანის გადარჩენა მოახერხეს, 179 ადამიანი დაიღუპა.
Jeju Air-ის თვითმფრინავი ტაილანდიდან, ბანგკოკიდან მუანის აეროპორტში ჩაფრინდა, დაშვების დროს კი ბილიკიდან გადავიდა, კედელს დაეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა.