აშშ-ის 39-ე პრეზიდენტი ჯიმი კარტერი გარდაიცვალა

30 დეკემბერი 2024, 11:55 224 ნახვა

100 წლის ასაკში აშშ-ის 39-ე პრეზიდენტი ჯიმი კარტერი გარდაიცვალა. მედია აღნიშნავს, რომ კარტერი ქვეყნის ისტორიაში პირველი იყო, რომელიც 1837 წლის შემდეგ ღრმა სამხრეთიდან აირჩიეს. კარტერის ადმინისტრაციის მიღწევებს შორისაა კემპ დევიდის შეთანხმება, ისრაელსა და ეგვიპტეს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება. თუმცა, მოსახლეობა უკმაყოფილო იყო მისი ეკონომიკური პოლიტიკისა და აშშ-ირანის მძევლების კრიზისის გამო, რის შემდეგაც კარტერი მეორე ვადით აღარ აურჩევიათ. 1981 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კარტერი რესპუბლიკელმა რონალდ რეიგანმა დაამარცხა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში