ხორვატიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდება

30 დეკემბერი 2024, 11:56 231 ნახვა

ხორვატიაში არჩევნების მეორე ტური გაიმართება.  საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, ზორან მილანოვიჩმა ხმათა უმრავლესობა მიიღო, თუმცა 50%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო. მონაცემების მიხედვით, მილანოვიჩმა 49,09 პროცენტი აიღო, მისმა მთავარმა მეტოქემ, მეცნიერების ყოფილმა მინისტრმა კი 19.35 პროცენტი.

არჩევნების მეორე ტური 12 იანვარს ჩაინიშნა. მილანოვიჩი ნატოს და ევროკავშირის წევრი ქვეყნის ხორვატიის პრეზიდენტია 2020 წლიდან. მას კრიტიკული დამოკიდებულება აქვს უკრაინის მიმართ. ომის დაწყების შემდეგ მილანოვიჩი აკრიტიკებდა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას და რუსეთისთვის სანქციების დაწესებას.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში