სამუდამო პატიმრობა დედა-შვილის მკვლელობისთვის

21 აპრილი 2017, 00:00 3835 ნახვა

ფონიჭალაში დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა.

გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლომ დღეს გამოაცხადა, გუშინ კი ნაფიცმა მსაჯულებმა გიორგი ხაბელაშვილის მიმართ გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს.

ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი ხუთსაათიანი მსჯელობის შემდეგ გამოიტანეს და გადაწყვეტილება 10 ხმით 2-ის წინააღმდეგ მიიღეს.. 

ფონიჭალაში მოკლული 35 წლის ნანა რომანაძისა და მისი მცირეწლოვანი შვილის, მარიამ მამფორიას მკვლელობისთვის ბრალდებული გიორგი ხაბელაშვილი იყო. 

ფონიჭალაში მკვლელობა გასული წლის თებერვალში მოხდა. სამართალდამცავების ინფორმაციით, 35 წლამდე ქალი სამზარეულოში ცივი იარაღით მოკლული იპოვეს, მას ცივი იარაღით  44 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. მოკლული იყო მცირეწლოვანი გოგონაც,  მკვლელმა  კვალის დაფარვის მიზნით სახლს ცეცხლი მოუკიდა. 

მოგვიანებით სამართალდამცავებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილი გიორგი ხაბელაშვილი დააკავეს. ის კარგად იცნობდა გარდაცვლილ დედა-შვილს და მის მეუღლეს.  დაკავებულმა თავდაპირველად ბრალი აღიარა, თუმცა მოგვიანებით ჩვენებაზე უარი თქვა და ჩვენების შინაარსი პოლიციის მხრიდან ზეწოლით ახსნა.

ზემო ფონიჭალაში მოკლული დედა, 35 წლის ნონა რომანაძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთიდან იყო, იგი თბილისში მეუღლესთან და შვილთან, მარიამ მამფორიასთან ერთად ცხოვრობდა. 

ამავე კატეგორიაში