ბათუმის საქალაქო სასამართლოს 3 ახალი მოსამართლე ჰყავს. მარინა ფომაევა - ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, ვიქტორ მეტრეველი სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში, ხოლო ეკატერინე კახნიაშვილი - სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესდნენ.
ახალი მოსამართლეები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის 17 ოქტომბრის განკარგულების საფუძველზე მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის შედეგად შეირჩნენ.
საბჭოს წევრთა უმრავლესობამ მიიჩნია, რომ კანდიდატები სრულად აკმაყოფილებდნენ მოსამართლისათვის აუცილებელ მოთხოვნებს მათ შორის კეთილსინდისიერების კრიტერიუმებს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სულ 13 მოსამართლე ჰყავს. ახალმა მოსამართლეებმა, რომლებიც სხვადასხვა რაიონულ(საქალაქო) სასამართლოში განწესდნენ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა ფიცი რამდენიმე დღის წინ დადეს.