ტყვეების გაცვლა

31 დეკემბერი 2024, 15:18 159 ნახვა

უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო ტყვეები გაცვალეს, - ინფორმაციას ბიბისი რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, ტყვეობაში მყოფი 150 უკრაინელი ჯარისკაცი თანაბარი რაოდენობის რუს ჯარისკაცში გაცვალეს.
მხარეებს შორის ტყვეების გაცვლის შესახებ შეთანხმება არაბთა გაერთიანებული საამიროების შუამავლობით შედგა. უკრაინის საკოორდინაციო შტაბის ცნობით, ეს ომის დაწყებიდან ტყვეების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გაცვლაა.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთთან ტყვეების გაცვლის შედეგად უკრაინამ 189 მოქალაქე დაიბრუნა. ამის შესახებ ზელენსკიმ „ტელეგრამ-არხში“ დაწერა. 2024 წელს რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების გაცვლა 11-ჯერ შედგა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში