საქართველოს ჩემპიონატზე კრივში წარმატებით იასპარეზა ბათუმელმა მოკრივემ ლუკა მაჭუტაძემ, რომელმაც ორწლიანი პაუზის შემდეგ რინგზე დაბრუნება ჩემპიონობით აღნიშნა. ბათუმელმა მოკრივემ, რომელიც 80 კილოგრამ წონითი კატეგორიაში ასპარეზობს, სამი ბრძოლა ჩაატარა და სამივე დამაჯერებლად მოიგო.
ფინალში ლუკამ დაამარცხა თბილისელი ოთარ გოგობერიშვილი და საქართველოს ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. ჩემპიონს ორთაბათუმში გულშემატკივრებმა და მეგობრებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს და გამარჯვება მიულოცეს.
აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ჩემპიონის ტიტული კიდევ ერთმა ბათუმელმა მოკრივემ დიმიტრი ქაჯაიამ მოიპოვა. 2025 წელს ლუკა მაჭუტაძე და დიმიტრი ქაჯაია ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე იასპარეზებენ.