ყოფილი ჩინოვნიკი 5 მილიონის მითვისებას აღიარებს

21 აპრილი 2017, 00:00 3193 ნახვა

5 მილიონის მითვისების საქმეზე დაკავებული ჩინოვნიკი  ბრალს აღიარებს.  აჭარის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე არსებული შპს "ჰიგიენა 2009" ყოფილმა დირექტორმა, ირაკლი ცეცხლაძემ აღიარებითი ჩვენება სასამართლო დარბაზში გააჟღერა - ინფორმაციას "გაზეთი ბათუმელები" ავრცელებს.  

ბრალდებულის ადვოკატი ომარ ხაჯიშვილი აჭარის მაუწყებელთან აცხადებს, რომ ამ დროისთვის, 5 მილიონიდან 600 ათას ლარზე მეტი ამოღებულია. მხარეებს შორის საპროცესო გარიგებაზე საუბარი კი არ მიმდინარეობს. 

ცეცხლაძის საქმეზე მომდევნო სხდომა 16 მაისს არის ჩანიშნული.  ბრალდების და დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს. ასევე, დასკვნით სიტყვას იტყვის ბრალდებულიც.

ირაკლი ცეცხლაძემ 5 მილიონი ლარი მიითვისა და საქართველო დატოვა. სამართალდამცავებმა იგი 6 მარტს დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე კატეგორიაში