გილოცავთ ახალ 2025 წელს, ამ წელს მოეტანოს კეთილდღეობა, მშვიდობა, სიკეთე თქვენი ოჯახებისა და მთელი ჩვენი ქვეყნისთვის - ომბუდსმენი

01 იანვარი 2025, 11:49 229 ნახვა

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოს მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს.

იოსელიანი ქართველ ხალხს კეთილდღეობასა და მშვიდობას უსურვებს.

„ძვირფასო თანამოქალაქეებო, გილოცავთ ახალ 2025 წელს! ისე როგორც გასულ 2024 წელს, წელსაც მტკიცედ დავდგებით ადამიანის უფლებების დასაცავად, სამართლიანობის უზრუნველსაყოფად და იმ ადამიანთა ხმების გასაძლიერებლად, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. გისურვებთ, 2025 წელი ყოფილიყოს ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან დიალოგის დაწყებისა და შერიგების, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ევროპული ინტეგრაციის გზაზე წინსვლის წელი. დაე, 2025 წელს მოეტანოს კეთილდღეობა, მშვიდობა და სიკეთე თქვენთვის, თქვენი ოჯახებისა და მთელი ჩვენი ქვეყნისთვის“, – აღნიშნავს ლევან იოსელიანი.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში