ახალი წლის ღამეს დამწვრობის ცენტრში ათამდე პაციენტი მივიღეთ, აქედან სამი ბავშვი იყო - გუგა ქაშიბაძე

03 იანვარი 2025, 14:08 155 ნახვა

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, ახალი წლის ღამეს კლინიკაში ათამდე დაშავებული შეიყვანეს, საიდანაც სამი ბავშვი იყო.

მედიკოსის თქმით, წელს პიროტექნიკით სერიოზული დამწვრობის შემთხვევა არ ყოფილა და არც ქირურგიული ჩარევა გამხდარა საჭირო.

„ახალი წლის ღამეს ათამდე პაციენტი მივიღეთ, აქედან სამი ბავშვი იყო, დანარჩენი მოზრდილი. წინა წლების გამოცდილებიდან გამომდინარე, ციფრი გაცილებით შემცირებულია. საბედნიეროდ, სერიოზული შემთხვევები არ დაფიქსირებულა, უბრალოდ მარტო ჩვენ არ ვიღებთ ასეთ პაციენტებს, ქირურგიულ განყოფილებაშიც ხვდებიან ხოლმე გარკვეული წნევისგან გამოწვეული სერიოზული დაზიანებებით. კიდევ ერთხელ მინდა, გავაფრთხილო მოსახლეობა – ეს არ არის სათამაშო პიროტექნიკა, რომელსაც ოჯახს მიუტან, მთავარია უსაფრთხოების წესების დაცვა, გაუფრთხილებლობამ შესაძლოა, სერიოზული ზიანი მიაყენოს. ასეთი შემთხვევა არ გვქონია, რომ სერიოზული დამწვრობა ყოფილიყო, ან ქირურგიული ჩარევა გამხდარიყო საჭირო",- აცხადებს გუგა ქაშიბაძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში