მწუხარებას გამოვთქვამ ნიკო ლეკიშვილის გარდაცვალების გამო - მიხეილ ყაველაშვილი

03 იანვარი 2025, 17:41 226 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, დედაქალაქის ყოფილი მერის, პარლამენტის სამი მოწვევის წევრის, თბილისის საპატიო მოქალაქის, ნიკო ლეკიშვილის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს. 

"მწუხარებას გამოვთქვამ დედაქალაქის ყოფილი მერის, პარლამენტის სამი მოწვევის წევრის, თბილისის საპატიო მოქალაქის, ნიკო ლეკიშვილის გარდაცვალების გამო. ბატონი ნიკო, ასევე იყო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ერთ-ერთი ხელმომწერი. თანაგრძნობას ვუცხადებ ღირსეული ქართველის - ნიკო ლეკიშვილის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს,"- წერს მიხეილ ყაველაშვილი. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში