დაჯარიმებული მეწარმეები

21 აპრილი 2017, 00:00 2577 ნახვა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა აჭარისა და შიდა ქართლის რეგიონებში, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტები გამოავლინა და საქართველოს ექვსი მოქალაქე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. მათ სათამაშო აპარატების უკანონოდ განთავსებასა და ფუნქციონირებისთვის ედავებიან.

ხაშურში, ბათუმსა და ქობულეთში, სხვადასხვა პირებს, ბაზრობებსა და ხალხმრავალ ადგილებში, შესაბამისი ნებართვის გარეშე,  განთავსებული ჰქონდათ კუსტარულად დამზადებული სათამაშო აპარატები. მოქალაქეებს, შემთხვევითობის პრინციპით ეძლეოდა მიზერული მოგება, მფლობელები კი  დიდი ოდენობით უკანონო შემოსავალს იღებდნენ.საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება 192-ე მუხლის პირველი ნაწილით,  რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.

ამავე კატეგორიაში