პოლონეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა

03 იანვარი 2025, 17:59 180 ნახვა

უნგრეთის ელჩი, პოლონეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობის დაწყებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე არ მიიწვიეს. ინფორმაცია ამის შესახებ პოლონეთის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, მაგდალენა სობკოვიაკ-ჩარნეცკამ გაავრცელა.
გადაწყვეტილების მიზეზად, უნგრეთის მიერ პოლონეთის ყოფილი მმართველი პარტიის „კანონი და სამართლის“ დეპუტატისთვის თავშესაფრის მიცემაზე უარის თქმა სახელდება.
სახელმწიფო მდივნის მოადგილე აღნიშნავს, რომ ვარშავაში დაგეგმილ ღონისძიებაზე ასევე არ მიიწვიეს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში