ხელახალი არჩევნები, ქვეყნის დასავლური კურსი, აქციებზე დაკავებულების გათავისუფლება, მომიტინგეებსა და ჟურნალისტებზე თავდამსხმელები დასჯა და ახლა უკვე საჯარო სამსახურებში დასაქმებულებზე რეპრესიების შეწყვეტა- აქციის მონაწილეების მოთხოვნები მოვლენების შესაბამისად იზრდება. დაანონსდა, რომ აქციის მონაწილეები დახმარების ცენტრს შექმნიან, სადაც საჯარო სამსახურებიდან გათავისუფლებულებს იურიდიულ და ასევე ფინანსურ დახმარებას გაუწევენ. 37-ე ღამე იყო გუშინ აქციის, რომელიც აჭარის მთავრობის სახლთან და საკონსტიტუციო სასამართლოსთან ყოველდღიურად იმართება. მომიტინგეები დანებებას არ აპირებენ და როგორც ამბობენ, მოთხოვნების შესრულებამდე არ დაიშლებიან. ისინი მოქალაქეებს პროტესტისკენ მოუწოდებენ.