შავ ზღვაში დაკარგულების ძებნა შეწყდა

21 აპრილი 2017, 00:00 3474 ნახვა

შავ ზღვაში გემის ჩაძირვის შედეგად დაკარგულთა აქტიური სამაშველო სამუშაოები ამინდის გაუარესების გამო დასრულდა. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი საქართველოს მოქალაქე, ბოცმანი - ლაშა ქაჯაია დაკარგულად ითვლება. პანამის დროშით მცურავი სატვირთო გემი მიმდინარე წლის 19 აპრილს გამთენიისას შავ ზღვაში ჩაიძირა. ბორტზე ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა, რომელთაგან მხოლოდ ერთი გადარჩა. ნაპოვნია სამი მეზღვაურის ცხედარი, რომელთაგან 2 უკრაინის, 1 კი რუსეთის მოქალაქეა.

ამავე კატეგორიაში