ომი ახლო აღმოსავლეთში 

04 იანვარი 2025, 14:49 186 ნახვა

ბოლო 2 დღის განმავლობაში ისრაელის სამხედრო ოპერაციის დროს ღაზის სექტორში სულ მცირე 150 ადამიანი დაიღუპა. არაბული მედიის ცნობით, ხან იუნისსა და ქალაქ ღაზაში თავდასხმის სამიზნე გახდა სამოქალაქო ავტომობილი და საცხოვრებელი სახლი. ადგილობრივების ინფორმაციით, ისრაელი ღაზის ჩრდილოეთით მდებარე ორ საავადმყოფოს ევაკუაციას აიძულებს. გავრცელებული ცნობით, აღნიშნული საავადმყოფოს თანამშრომლები და პაციენტები თავშესაფარს ეძებენ მას შემდეგ, რაც გასულ კვირას ისრაელის თავდასხმისას ახლომდებარე კამალ ადვანის საავადმყოფო განადგურდა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში