საახალწლო ღონისძიებები გრძელდება , დღეს ევროპის მოედანზე კონცერტი საღამოს 20-00 საათიდან დაიწყება, მაყურებლის წინაშე წარდგებიან როგორც ადგილობრივი, ასევე მოწვეული მუსიკოსები , ღონისძიების დასკვნით ნაწილში სცენას ნუცა ბუზალაძე დაიკავებს. მანამდე კი დღის განმავლობაში დაგეგმილი იყო სხვადასხვა საბავშვო აქტივობები , პატარების განწყობაზე ანიმატორები და თოვლის ბაბუა ზრუნავდა. ბათუმში საახალწლო ღონისძიებები 28 დეკემბერს დაიწყო და 7 იანვარს დასრულდება.